თქვენი პროექტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ კრეატიულ იდეას, რისი განხორციელებაც გსურთ თანამოაზრეებთან ერთად. მაგალითისათვის, იდეა შესაძლოა იყოს ტექნოლოგიური პროდუქტის ან აქსესუარის შექმნა, ფილმის გადაღება, მოდა, წიგნის გამოცემა ან თუნდაც CD ალბომის ჩაწერა, მობილური აპლიკაციის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ ნივთის შექმნა, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს თქვენი პროექტით დაინტერესებულ მომხმარებელს. უბრალოდ დაისახე მიზანი, თავი მოუყარე შენს იდეებს და შემოგვიერთდი.

პლათფორმაზე პროექტის განთავსება არ გულისხმობს ავტომატურად დაფინანსების მოპოვებას და საკმაოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს პროექტის ავტორთა მხრიდან მის საბოლოო წარმატებამდე. მრავალი წარმატებული პროექტის მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ პროექტები, რომლებსაც აქვთ:

  • ღირებული იდეა
  • პროექტის კარგი აღწერა
  • მიმზიდველი ჯილდოები
  • ეფექტური PR
  • სათანადოდ მომზადებული გუნდი

გაითვალისწინეთ, Invest Me_ზე განთავსებულ ყოველ პროექტს უნდა ერთოდეს:

  • საკუთარი ვიდეო რგოლი და პროექტის აღწერა, რომელიც კარგად ასახავს პროექტის მიზნებს და ამოცანებს.
  • ინფორმაცია იმ ჯილდოს შესახებ, რომელსაც პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს პროექტის მხარდამჭერი.
  • განახლებები, რომლითაც ყველას გაუზიარებთ დასრულებული პროექტის შედეგებს.
add project

or

not registered sign up

password reset

or

Already created account? Login