11 წლის ანტრეპრენერს გორიდან, გიორგი შეშაბერიძეს, ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება იდეის განსახორციელებლად!
Entrepreneur Georgia იწებს სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას გიორგის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რათა მისი წარმოებული მამალო დაურიგდეს ყველა ტურისტს წარწერით #20%ofMyCountryIsOccupiedByRussia. აღნიშნული სასაჩუქრე მამალოებით საქართველო ტურისტებს დახვდება ტკვილად და სტრატეგიული მესიჯით, რომელიც გვსურს მივაწვდინოთ მთელ მსოფლიოს!
თუმცა, ამის განხორციელებას გიორგი მარტო ვერ შეძლებს. ჩვენი დახმარება ჭირდება კომპანიებთან დაკავშირებაში და წარმოების გაზრდაში. ჟურნალი Entrepreneur Georgia მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო კომპანიებს და საზოგადოებას, დაუჭიროს მხარი გიორგის ინიციტივას!
რით შეგვიძლია დავეხმაროთ კამპანიას:
ჩავრთოთ სასაჩუქრე მამალოების - #20%ofMyCountryIsOccupiedByRussia, დარიგება აეროპორტებში ტურისტების ღვინით დახვედრის პროგრამაში. ამისთვის გიორგი აწარმოებს საფერავის მამალოებს
გადავრიცხოთ კამპანიის ანგარიშზე 5 ლარი (სურვილის შემთხვევაში მეტიც), რათა გიორგიმ შეძლოს სასაჩუქრე მამალოების 100 000 ერთერულის წარმოება, რაც მეტი ტურისტის ინფორმირების და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობას მოგვცემს.
კორპორატიული სპონსორობის შემთხვევაში, გთხოვთ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს რედაქციას მეილზე: editor@entrepreneur.ge
იმოქმედე ახლავე!
დირექტორი