თუ გაქვს საინტერესო იდეა, რომელმაც შესაძლოა მოიპოვოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ არ გაქვთ ფინანსური რესურსი მის განსახორციელებლად, მაშინ ეს პლათფორმა შენთვისაა


ვინ ვართ ჩვენ?

InvestMe არის სახალხო დაფინანსების პლათფორმა, რომელიც აკავშირებს ამბიციურ, ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებს საზოგადოებასთან, დაფინანსების მოპოვების მიზნით. იდეა შესაძლოა იყოს ტექნოლოგიური პროდუქტის ან აქსესუარის შექმნა, ფილმის გადაღება, მოდა, წიგნის გამოცემა ან თუნდაც CD ალბომის ჩაწერა.

ფინანსების მოზიდვის ეს მეთოდი შედარებით ახალია და მისი შექმნა განაპირობა ინტერნეტ-ტექნოლოგიურმა განვითარებამ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პლათფორმები (Kickstarter, Indiegogo, Crowdfunder, სხვა) დიდი პოპულარობით სარგებლობენ განვითარებულ ქვეყნებში. 


რას ვაკეთებთ?

  • ჩვენ ვქმნით სივრცეს და რესურსებს, რომელიც ეხმარება მეწარმეებს და სტარტაპებს იდეების რეალობად ქცევაში, ალტერნატიული დაფინანსების წყაროს შექმნის საშუალებით.
  • ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ფართო საზოგადოებას ჩაერთონ ინოვაციური იდეის განხორციელებაში,  მიიღონ ექსკლუზიური პროდუქტი და ამასთანავე თავიანთი წვლილი შიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
  • ჩვენ ვზრუნავთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაზე, ვთანამშრომლობთ ყველა მოთამაშესთან და ვახორციელებთ ერთობრივ ღონისძიებებს.


 პლათფორმის უპირატესობები

  • ახდენთ ფინანსური რესურსის მოზიდვას ფართო საზოგადოებიდან;
  • ახდენთ თქვენი იდეის ვალიდაციას პოტენციურ მომხმარებელთან ინტერაქციით;
  • აწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიას პლათფორმის საშუალებით;
  • იმაღლებთ ცნობადობას პოტენციურ მხსვილ ინვესტორებს შორის.


 ჩვენი ხედვა

  • ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ქართველი მეწარეებისთვის და სტარტაპებისთვის, რათა იდეები აქციონ რეალობად.  ჩვენი წარმატების ინდიკატორი იქნება თუ რამდენი პროექტი მოახერხებს წარმატებით განხორციელებას პლათფორმის საშალებით.
  • ეს არ არის საქველმოქმედო პლათფორმა. დონაციის სანაცვლოდ,  დონორი იღებს გარკვეულ სარგებელს. მათ შორის, ეს შესაძლოა იყოს პროდუქტი, რომელიც იქმნება კამპანიის ფარგლებში.
  • პლათფორმაზე წარმოებს პროექტის დაფინანსების პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი", რაც გულისხმობს პროექტის 100%-იან დაფინანსებას ან საერთოდ არ დაფინანსებას.
  • ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები! აკრძალულია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც შეურაცხყოფს სხვა ადამიანების უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს საავტორო უფლებებს და საქართველოს კანონმდებლობას.

 

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია