პლატფორმა InvestMe-ს ერთ-ერთი მთავარი მისიაა მეწარმეებისა და სტარტაპების მხარაჭერა საქართველოში. გვჯერა, რომ მეწარმეობა არის მომავალი ეკონომიკის მშენებლობის ყველაზე ეფექტური ხელშემწყობი ინსტრუმენტი. ზოგადად, ტერმინი „მეწარმეობა“ ფართო მნიშვნელობისაა. მეწარმე არის პირი, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს შესაძლებლობები და შექმნას ახალი ღირებულება ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მეწარმეობა გულისხმობს ინოვაციურ საქმიანობას და იგი მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს ახალა ან მკვეთრად გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნიდან, მაღალტექნოლოგიურ გამოგონებამდე:
ამაშობენ ინოვაციური მეწარმეობის განვითარებაში გლობალურ დონეზე. ფაქტია, რომ ვერ მოხდებოდა მრავალი ინოვაციური იდეის განხორციელება Kickstarter, Indiegogo და მსგავსი პლათფორმების გარეშე.
გამოცდილების მიხედვით, სახალსო დაფინანსების პლათფორმაზე წარმატების მეტი შანსი აქვთ სტარტაპებს, რომლების ქმნიან ხელშესახებ პროდუქტს. მეწარმეობის მიმართულება მოიცავს შემდეგს:
- ინოვაცია: ეს არის სრულიად ახალი ან მკვეთრად გაუმჯობესებული პროდუქტი. თემატიკა შეუზღუდავია და ეს შესაძლებელია იყოს გართობის, შემეცნების, კვების, საყოფაცხოვრებო ნივთების, სამოსის, აქსესუარის, ავეჯის თუ სხვა ინდუსტრიის ნებისმიერი ფიზიკური პროდუქტი.
- ტექნოლოგიური ინოვაცია: ეს არის სრულიად ახალი ან მკვეთრად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელშიც შეიცავს ტექნოლოგიურ ელემენტებს. (მაგ: ვირტუალური რეალობის სათვალე, ჭკვიანი საათი, ჭკვიანი ბეჭედი, სხვა). თემატიკა შეუზღუდავია და ეს შესაძლებელია იყოს ენერგოეფექტირი და მწვანე ტექნოლოგიები, ტარებადი ტექნოლოგიები და აქსესურები, საოჯახო და სხვა გაჯეტები.
- ციფრული მეწარმეობა: ეს მიმართულება მოიცავს ინოვაციურ საქმიანობას, რომლის საშუალებითაც იქმნება ციფრული პროდუქტი (მაგ: ვიდეო თამაში, ონლაინ პლათფორმა, მობილური აპლიკაცია, სხვა). გლობალურ პლათფორმებზე, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ მოზარდის ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი, სხვადასხვა თემატიკის ვიდეო თამაშები.