პლატფორმა InvestMe-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შემოქმედებითი ინდუსტრიის კომერციალიზაციის ხელშეწყობა საქართველოში. ტერმინი „შემოქმედებითი ინდუსტრია“ ვრცელ შინაარსს მოიცავს, თუმცა განმარტების მიხედვით, ეს არის საქმიანობის სფერო, რომელიც სათავეს იღებს ინდივიდუალური შემოქმედებიდან, უნარიდან და ნიჭიდან. სტარტაპ სივრცეში შემოქმედებით ინდუსტრია აქტუალური მიმართულებაა და მოიცავს ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და კინოხელოვნების ფართო სპექტრს. გლობალური სახალხო დაფინანსების პლათფორმების საშუალებით კი მრავალი ბიზნეს იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი. მაგალითად:
- ვიზუალური ხელოვნება: თანამედროვე ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. ჩვენ მუდმივად ვხდებით შემოქმედების და თვითგამოხატვის ახალი ტექნიკების შექმნის მომსწრენი. ასევეა მუზეუმის ახალი კონცეფციები (მაგ: ჰოლოგრამული მუზეუმი), რაც უამრავი ადამიანის ყურადღების მიპყრობას ახერხებს.
- დიზაინი: არსებული პროდუქციის განახლებული დიზაინის, გრაფიკის ან მოდის დიზაინების შექნა სტარტაპ საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია ეთნიკური დიზაინის, ასევე კრეატიული პროდუქტების შეთავაზებები (მაგ: სამაჯური, რომელიც იცლის ფერს).
- მუსიკა: მუსიკოსები ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში, რაც მათ ეხმარება აწარმოონ წარმატებული კამპანიები მუსიკალური დისკის ჩაწერის თუ კონცერტის ორგანიზების მიზნით.
- ფილმი და ტელევიზია: უამრავი ფილმის, სერიალის თუ სატელევიზიო შოუს შექმნა გახდა შესაძლებელი სახალხო დაფინანსების გზით. პოპულარობით სარგებლობენ საბავშვო-შემეცნებითი, სოციალური ჯგუფების პრობლემების წარმოჩენის, ასევე სამოქალაქო განათლების თემატიკის ფილმები და გადაცემები.
- საგამომცემლო საქმიანობა: ავტორები და მწერლები წარმატებით აწარმოებენ კამპანიებს, რომელიც სხვადასხვა წიგნის შექმნას ისახავს მიზნად. აქტუალურია კომიქსების, ასაკობრივი ფსიქოლოგიის, ეთნოგრაფიული და პროფესიული ლიტერატურის თემატიკის წიგნების დაფინანსება.