პლატფორმა InvestMe-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში. სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე (მაგ: სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, და სხვა). ვინაიდან, სოციალური მეწარმე ატარებს სოციალურ მისიას, გლობალურ სახალხო დაფინანსების პლატფორმებზე ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ დაფინანსების კუთხით.