პლატფორმა InvestMe-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოციალური აქტივობის მხარდაჭერა საქართველოში. თუ პლათფორმის სხვა კატეგორიები ძირითადად გულისხმობს ფიზიკური პროდუქტის შექმნას, ამ კატეგორიის ქვეშ შესაძლებელია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზება. მსგავსი მაგალითები საქართველოში გვაქვს, როდესაც საინიციატივო ჯგუფები აწარმოებენ დაფინანსების მოზიდვის კამპანიას კონკრეტული ინიციატივის განხორციელების ან პრობლემის მოგვარების მიზნით. მაგალითად:
- Let’s Do It კამპანია, როდესაც ამავე სახელწოდების საინიციატივო ჯგუფმა აწარმოა კამპანია საქართველოს დასუფთავების მიზნით. ინიციატივაში უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაერთო, ამით საქართველო შეუერთდა დასუფთავების გლობალურ დღეს.
- Red Nose Day კამპანია, როდესაც საინიციატივო ჯგუფმა აწარმოა კამპანია საქართველოში მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფრის აშენების მიზნით. ეს კამპანიაც გლობალურია და ის უამრავ ქვეყანაში იმართება ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არ შედგა, გვჯერა რომ მსგავსი ცნობიერების განვითარება ქვეყანაში, ხელს შეუწყობს მრავალი კეთილი საქმის გაკეთებას ხალხის მხარდაჭერით და ხალხის ჩართულობით.