სტარტაპ კვირეული | ზუგდიდი

30 ივნისი 2018

სტარტაპ კვირეული | ზუგდიდი

2018 წლის 27-29 ივნისს ჩატარდა სტარტაპ კვირეული ზუგდიდში. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეების ურთიერთგაცნობა და დაკავშირება. ღონისძიების დონორები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პლათფორმა InvestMe-მ.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან მიიღეს ინფორმაცია ყველა შესაძლებლობის შესახებ, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ სტარტაპებს იდეის მოფიქრებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, დაესწრნენ თემატურ ტრენინგებს და მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები მაღალკვალიფიციური მენტორებისგან. კვირეული ჩატარდა ზუგდიდის ტექნოპარკში.

ღონისძიების ფოტო არქივი იხილეთ ბმულზე

პირველი დღე  |  მეორე დღე  |   მესამე დღე

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია