27 მაისი 2018
2018 წლის 22-26 მაისს ჩატარდა სტარტაპ კვირეული თბილისში. ღონისძიება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეების ურთიერთგაცნობა და დაკავშირება. ღონისძიების დონორები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პლათფორმა InvestMe-მ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ყველა შესაძლებლობის შესახებ, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ სტარტაპებს იდეის მოფიქრებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, დაესწრნენ თემატურ ტრენინგებს და მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.
კვირეულის სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა თბილისის ტექნოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ლოკაციებზე. დასკვნითი ღონისძიება კი მოეწყო სასტუმრო ჰუალინგ თბილისში, სადაც მიმდინარეობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში“.