• რა არის Invest Me?

    Invest Me ეს არის სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლათფორმა სტარტაპებისთვის, რომელიც აკავშირებს ამბიციურ, ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებს საზოგადოებასთან. ეს არის პირველი ფუნქციური სახალხო დაფინანსების პლათფორმა საქართველოში, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. 
    ყოველი პროექტი, რომელიც განთავსებულია პლათფორმაზე, მოიცავს მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანს და უკავშირდება კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების შექმნას. 

     

     

  • როგორ უნდა წამოვიწყო პროექტი?

    ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს პროექტის შემქმნელებისადმი წაყენებულ წესებს და პირობებს, უფლებამოსილია განათავსოს და წამოიწყოს პროექტი ჩვენს პლათფორმაზე.

    თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინსტრუქციების სახით, რომელიც გაერთიანებულია სახელმძღვანელოში „როგორ განვათავსო პროექტი“. ასევე, იხილეთ ჩვენი წესები და პირობები, იმისათვის, რომ გადაამოწმოთ თქვენი პროექტის იდეის შესაბამისობა ჩვენს მოთხოვნებთან.

     

     

  • ვინ არიან მხარდამჭერები?

    მხარდამჭერები არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ჯილდოს სანაცვლოდ პროექტის ავტორებს სთავაზობენ ჯილდოს შესაბამის თანხებს. ესენი არიან შემდგარი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სარგებლის გარდა სხვის წარმატებაზეც შეუძლიათ იზრუნონ, რომლებიც მზად არიან ჩადონ მცირ ინვესტიცია საინტერესო პროექტებში, დაეხმაონ ახალგაზრდებს კრეატიული ნიდეების განხორციელებაში და ამასთანავე საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. თავდაპირველად დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება პროექტის ავტორთა მეგობრების და სანაცნობო წრიდან. ისინი თავის მხრივ პროექტის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ საკუთარ მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით. მსგავსი სახის აქტივობები პროექტს აძლევს შესაძლებლობას მოიზიდოს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ინტერნეტ სივრციდან.

  • რას მიიღებენ მხარდამჭერები სანაცვლოდ?

    Invest Me ჯილდოზე დაფუძნებული პლათფორმაა. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ იდეას, ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ ირჩევენ პროექტის ავტორის მიერ შეთავაზებულ უნიკალურ ჯილდოს. ყოველი ჯილდო განსხვავებულია პროექტის შესაბამისად. მხარდამჭერებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დააფინანსონ პროექტი ქველმოქმედების სახით, რაც არ გულისხმობს პროექტიდან რაიმე ჯილდოს მიღების აუცილებლობას.

  • რატომ არის დაფინანსება დაფუძნებული პრინციპზე "ყველაფერი ან არაფერი"?

    აღნიშნული პრინციპით დაფინანსება Invest Me-ს მნიშვნელოვანი კომპონენტია და შემუშავებულია პროექტის ავტორთა და მათ მხარდამჭერთა რისკების შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ვერ მიიღებს სამიზნე დაფინანსებას რაც აუცილებელია პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისათვს, პროექტის ავტორები ვერ შეძლებენ პროექტის ანგარიშზე დარიცხული თანხის გამოყენებას და აღნიშნული თანხები სრულად დაუბრუნდებათ მხარდამჭერებს. 

  • რატომ უჭერს საზოგადოება მხარს პროექტებს?

    საზოგადოება მხარს უჭერს კრეატიულ და ინოვაციურ იდეებს, რომლის განხორციელებაც სურს. ზოგს ახალი იდეები შთააგონებს მონაწილეობა მიიღოს საინტერესო პროექტის განხორციელებაში, სხვები უბრალოდ მოტივირებულნი არიან გადაიხადონ ფული პროექტიდან მიღებული ჯილდოს სანაცვლოდ.

    ხშირ შემთხვევაში პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსდება იდეის ავტორთა სანაცნობო წრიდან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს ახალ წამოწყებებს იმ პირებისგან, რომელთა მიმართაც სიმპათიით არიან განწყობილნი და ენდობიან მათ. 

  • ვინ იღებს პასუხისმგებლობას პროექტის შესრულებაზე?

    პროექტის განხორციელება პროექტის ავტორის ვალდებულებაა. Invest Me არ იღებს მონაწილეობას პროექტების შემუშავებაში. პროექტის ღირებულებების შეფასება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სრულიად დამოკიდებულია თითოეულ მხარდამჭერზე.


  • როგორია პროექტის ავტორთა ვალდებულება პროექტის წარმატებით დაფინანსების შემდეგ?

    პროექტის წარმატებით დაფინანსების შემთხვევაში, პროექტის შემქმნელი პასუხს აგებს პროექტის შესრულებაზე და თითოეულ მიღებულ ფულად რესურსზე. მათი ძირითადი ვალდებულება მხარდამჭერთა წინაშე  დაპირებული სამუშაოს შესრულება და ჯილდოების მიწოდებაა. 


  • როგორ შემიძლია პროექტის ავტორის ვინაობის გადამოწმება?

    Invest Me-ზე კამპანიის დაწყება ერთგვარი საჯარო აქტია. მხარდამჭერებს შესაძლებლობა აქვთ მოიძიონ პროექტის ავტორთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სთავაზობენ პროექტის განხორციელებისათვის კარგად გაანალიზებულ გეგმებს, თუ როგორ მოხდება პროექტის შესრულება. აგრეთვე, გადაამოწმონ ინფორმაცია, აქვთ თუ არა სხვა პროექტების შესრულების გამოცდილება.

  • როგორ უნდა შეგატყობინოთ საავტორო უფლების დარღვევის შესახებ?

    თუ მიგაჩნიათ, რომ პლთფორმაზე განთავსებული რომელიმე პროექტი არღვევს თქვენს საავტორო უფლებას, აუცილებლად შეგვატყობინეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@investme.ge (თემის ველში მიუთითეთ „საავტორო უფლება“). 


  • როგორ უნდა მოიქცნენ პროექტის ავტორები იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები აქვთ პროექტების შესრულებისას?

    პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, პროექტის ავტორებს მოეთხოვებათ გამოაქვეყნონ პროექტის განახლებული ვერსია შესაბამისი მდგომარეობის ახსნა-განმარტებით. აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება ხელს უწყობს პრობლემის  ეფექტურად მოგვარებას. მხარდამჭერთა უმრავლესობა მხარს უჭერს პროექტებს, რადგან სურთ კონკრეტული შედეგის მიღება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა. ის პროექტები, რომლებიც საქმიანობას გამჭვირვალედ ახორციელებენ, ადვილად იღებენ  გარანტორების მხარდაჭერას. 

    ზოგჯერ პროექტის განხორციელების პროცესში შემსრულებელი გუნდი უფრო დიდ სირთულეებს აწყდება, ვიდრე ამას პროექტის შექმნისას ვარაუდობდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის შემქმნელი კეთილსინდისიერად, სრული ძალისხმევით ცდილობს საკუთარი პროექტის განხორციელებას და მის მიერ ჩატარებული სამუშაო გამჭვირვალედ ხორციელდება, იზიარებს მათზე დაკისრებულ ანგარიშვალდებულებას, მხარდამჭერები მოთმინებით და გაგებით მოეკიდებიან პროექტში წარმოქმნილ დროებით შეფერხებებს.

    სხვა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები იმდენად სერიოზულია, რომ გუნდი ვეღარ მოახერხებს პროექტის დასრულებას, საჭირო ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ამ დროს აუცილებელია დარიცხული თანხები სრულად და დროულად დაუბრუნდეთ არსებულ მხარდამჭერებს თანდართული ახსნა განმარტებებით, თუ რამ განაპირობა შექმნილი მდგომარეობა, როგორ იყო გამოყენებული მათი მხარდაჭერა.

  • დაინტერესებული ვარ InvestMe-სთან პარტნიორობით. როგორ უნდა დაგიკავშირდეთ?

    თუ გსურთ გახდეთ ჩვენი პარტნიორი, გთხოვთ ამის შესახებ გვაცნობოთ  ელექტრონულ ფოსტაზე: info@Investme.ge (თემის ველში მიუთითეთ „პარტნიორობა“). 


კითხვის დასმა

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია