სახელმძღვანელო „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“ განკუთვნილია სპეციალური საჭიროების მქონე, სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის, თუმცა იგი დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ სმენის, არამედ მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსაც. ის გახდება ეფექტური რესურსი მშობლების, სპეციალისტებისა და მასწავლებლებლისთვის. გარდა ამისა, ასეთი სახელმძღვანელო გაამდიდრებს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს და ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნებასა და განვითარებას. წიგნის ავტორია პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სმენისა და მეტყველების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე თერაპევტი ნინო ფერაძე.
წიგნი მოიცავს 55 გაკვეთილს, თითოეულ მათგანს ახლავს გაგების პროცესის ხელშემწყობი ილუსტრაციები და სხვადასხვა ტიპის ენობრივი სავარჯიშოები. სმენის მქონე ბავშვებისაგან განსხვავებით, სმენადაქვეითებული ბავშვი, სმენითი არხის შეფერხების გამო, მოკლებულია მშობლიური ენობრივი სისტემის სპონტანურად დაუფლების შესაძლებლობას. მისთვის მიუწვდომელი რჩება ის მორფო-სინტაქსური სტრუქტურები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ენის გაგება-გამოყენება. სმენის მქონე ბავშვისაგან განსხვავებით, მან მშობლიური ენა გაცნობიერებულად უნდა ისწავლოს. სახელმძღვანელო, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაქტიკული აქტივობებით ასწავლის გრამატიკას. სმენითი ჩვევები ისევე მოითხოვს ფორმირებას, როგორც მეტყველებითი ჩვევები. ეს მიდგომა შეიძლება ითქვას, არსებითი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წარმატებული სწავლა-სწავლების უზრუნველსაყოფად.
როგორ შემიძლია მხარდაჭერა?
ჩვენ სხვადასხვა სახის საჩუქარი მოვიფიქრეთ. თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა წიგნზე, რომელიც არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ოჯახისთივს, სადაც სმენისა და მეტყველების პრობლემებმის მქონე ბავშვი იზრდება. რისთვის დაიხარჯება ფული? პროექტიდან შემოსული თანხა მოხმარდება წიგნის გამოცემას.
როგორ მოხდება მიწოდება?
წიგნის მიწოდება დაიწყება მისი გამოცემისთანავე. ამიტომ მისი მიღებისთვის აუცილებელი პირობაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა.
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ უბრალოდ კეთილი საქმე გააკეთოთ, ჩვენ თქვენს შესახებ ინფორმაციას განვათავსებთ ჩვენს ოფისში მოწყობილ მადლობის კედელზე, იგივე ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ოფიციალურ FB გვერდზე, გარდა ამისა, ჩვენ ყველა მხარდაჭერს პერსონალურად გავუგზავნით მადლობის წერილს ელექტრონული ფოსტით.
ლიდერი
პროექტის დირექტორი
საზოგადოებასთან ურთიერთობა
პროექტის მენეჯერი
თუ თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენს პროექტს 5 ლარის ოდენობის თანხით, ჩვენი მხრიდან მიიღებთ მადლობის პერსონალურ წერილს, რომელსაც მოგაწვდით ელექტრონული სახით პირად მეილზე.
5 a
მიწოდების თარიღი
1/2019
ამ ჯილდოს არჩევით თქვენ მიიღებთ წიგნს „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“ სმენის და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. წიგნი ეფექტური რესურსი იქნება მშობლების, სპეციალისტებისა და მასწავლებლებისთვის. წიგნის მიწოდება მოხდება საქართველოს მასშტაბით.
16 a
მიწოდების თარიღი
1/2019
ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წიგნს „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“ სმენის და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. წიგნთან ერთად ჩვენ გადმოგცემთ სტიკერს, რომელზეც გამოსახულია კვერცხი ყურსასმენებით. კვერცხის ნაჭუჭი ძალიან ფაქიზია, გაბზარული ნაჭუჭი აღარ გამთელდება. სწორედ ამიტომ, კვერცხი სმენის მსოფლიო დღის სიმბოლოდ და სმენის დაცვისკენ მოწოდებად იქცა. სმენის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 3 მარტს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით. წიგნისა და სტიკერის მიწოდება მოხდება საქართველოს მასშტაბით
18 a
მიწოდების თარიღი
1/2019
ამ ჯილდოს არჩევით თქვენ მიიღებთ წიგნს „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“ სმენის და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. წიგნთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ ტრენინგს "ნუ ჩააგდებთ თვენს სმენას საფრთხეში!" სადაც შეიძენთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სმენის, მისი მნიშვნელობის, ხმამაღალი ბგერებით/ ყურსასმენების მოხმარებით გამოწვეული სმენის დაზიანების და მისი პრევენციის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ გადმოგცემთ სტიკერს, რომელზეც გამოსახულია კვერცხი ყურსასმენებით. კვერცხის ნაჭუჭი ძალიან ფაქიზია, გაბზარული ნაჭუჭი აღარ გამთელდება. სწორედ ამიტომ კვერცხი სმენის მსოფლიო დღის სიმბოლოდ და სმენის დაცვისკენ მოწოდებად იქცა. სმენის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 3 მარტს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით. წიგნი და სტიკერი გადმოგეცემათ ტრენინგზე. სულ 10 ჯილდო.
34 a
მიწოდების თარიღი
1/2019
ამ ჯილდოს არჩევით შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ ტრენინგს "ნუ ჩააგდებთ თვენს სმენას საფრთხეში!" სადაც შეიძენთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სმენის, მისი მნიშვნელობის, ხმამაღალი ბგერებით/ ყურსასმენების მოხმარებით გამოწვეული სმენის დაზიანების და მისი პრევენციის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ გადმოგცემთ სტიკერს, რომელზეც გამოსახულია კვერცხი ყურსასმენებით. კვერცხის ნაჭუჭი ძალიან ფაქიზია, გაბზარული ნაჭუჭი აღარ გამთელდება. სწორედ ამიტომ იქცა კვერცხი სმენის მსოფლიო დღის სიმბოლოდ და სმენის დაცვისკენ მოწოდებად იქცა. სმენის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 3 მარტს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით. სტიკერი გადმოგეცემათ ტრენინგზე. სულ 10 ჯილდო.
20 a
მიწოდების თარიღი
2/2019
ამ ჯილდოს არჩევით თქვენ მიიღებთ წიგნს „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“ სმენის და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. წიგნი ეფექტური რესურსი იქნება მშობლების, სპეციალისტებისა და მასწავლებლებისთვის. წიგნების მიწოდება მოხდება საქართველოს მასშტაბით.
28 a
მიწოდების თარიღი
1/2019
ამ ჯილდოს არჩევით თქვენ აირჩევთ წიგნის 10 ეგზემპლარს, წიგნების 5-5 ეგზემპლარი საჩუქრად გადაეცემა თბილისისა და ქუთაისის სპეციალიზირებულ სკოლებს ოფიციალურ წერილთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თქვენი სახელი და გვარი. წიგნების მიწოდებას ვუზრუნველყოფთ ჩვენ. სულ 1 ჯილდო.
140 a
მიწოდების თარიღი
2/2019
ამ ჯილდოს არჩევით, გარდა იმისა რომ ჩვენგან პერსონალურ მადლობის წერილს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით, მადლობის სახით თქვენს მონაცემებს განვათავსებთ უშუალოდ წიგნში.
600 a
მიწოდების თარიღი
1/2019