ვებ-პლატფორმა „www.investme.ge”
წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია ვებ-პლატფორმის, www.investme.ge-ს გამოყენების წესები და პირობები. აღნიშნული ვებ-გვერდის/ვებ-პორტალის მიერ (შემდეგ ,,პლატფორმა”) შემოთავაზებული სერვისების (შემდეგ “სერვისების”) გამოყენებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით პლატფორმის წესებსა და პირობებს (შემდეგში “პირობებს”). მოცემული პირობები შესაძლებელია შეიცვალოს. ნებისმიერი პირობის ცვლილების შემთხვევაში პლატფორმის ადმინისტრაცია მოგაწვდით ინფორმაციას პლატფორმაზე, შესაძლებელია ცვლილებები გამოიგზავნოს თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე თუ თქვენ გექნებათ ამ პლატფორმზე რეგისტრაცია/ვერიფიკაცია გავლილი.
- პლატფორმის მუშაობის წესები და პირობები
- პლატფორმა წარმოადგენს ერთგვარ შუამავალს, პროექტის ავტორს (ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ვინც ანთავსებს პროექტს წინამდებარე პლატფორმაზ(შემდეგ “პროექტანტი”) და პროექტის მხარდამჭერს/დამფინანსებელს (პირი რომელიც ყიდულობს პლატფორმაზე განთავსებულ პროექტს (პროდუქცია/მომსახურებას) მთლიანად ან ნაწილობრივ ან/და ქველმოქმედებით ჩუქების ფორმით იხდის თანხას) (შემდეგ “დონორი”) შორის.
- წინამდებარე დოკუმენტით წარმოდგენილი წესები და პირობები არეგულირებს პლატფორმას და მის მომხმარებლებს, პროექტანტს და დონორს შორის ურთიერთობას.
- ვებ-გვერდი წარმოადგენს პლატფორმას, კრეატიული პროექტების განთავსების და მისი დაფინანსების მოპოვებისთვის.
- პროექტის პლატფორმაზე განთავსებით, პროექტანტი გამოთქვმს მზადყოფნას დონორის მიერ პროექტის მხარდაჭერაზე (ნასყიდობის ფორმით შეძენაზე ან/და ქველმოქმედების სახით დაფინანსებაზე).
- პროექტის ნასყიდობის ფორმით მხადაჭრის/დაფინანსების შემთხვევაში ფორმდება ხელშკეულება, რითიც დონორი ყიდულობს პროექტანტის მიერ წარმოდგენილ პროდუქცის ან/და მომსახურებას.
- პროექტი, ქველმოქმედების ფორმით მხადაჭრის/დაფინანსების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებას არ საჭიროებს რადგან აღნიშნული გულისხმობს პროექტის უანგარო დახმარებას მისი განხორციელების მიზნით.
- ქველმოქმედების დროს, თანხის გადახდისას დანიშნულების გრაფაში მიეთითება „ქველმოქმედება“ ხოლო ნასყიდობის შემთხვევაში მიეთითება „ნასყიდობა“.
- პლატფორმა, პროექტანტს და დონორს შორის წარმოშობილ ურთიერთობაში არ წარმოადგენს მხარეს.
- პლატფორმას გააჩნია მხოლოდ დამაკავშირებელი ფუნქცია და პლატფორმა არ იღებს ვალდებულებას პროექტანტსა და დონორს შორის წამოჭრილი ვალდებულებების შესრულებაზე.
- ნასყიდობის ხელშეკრულება ან/და ქველმოქმედებით გადახდილი თანხა წარმოადგენს პირდაპირ სამართლებრივ შეთანხმებას პროექტანტსა და დონორს შორის.
- პროექტის ნასყიდობის ფორმით წარმატებით დაფინანსების შემთხვევაში, პროექტანტი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს დონორის მიმართ წამოჭრილი ვალდებულების შესრულება.
- პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, პროექტის მოქმედების/მიმდინარეობის პერიოდში, პროექტანტი ვალდებულია სრულფასოვანი მხარდაჭერა და გამართული კომუნიკაცია უზრუნველყოს დონორთან.
- პროექტის მხარდაჭერა/დაფინანსებით დონორი ერთგვარი სიახლის შექმნაში იღებს მონაწილეობას და აღნიშნული მხარდაჭერით/დაფინასებით დონორი არ უკვეთავს, იძენს, ან/და ქველმოქმედებით აფინანსებს უკვე არსებობს ან/და უკვე განხორციელებულ პროექტს.
- დონორი აცნობიერებს, რომ პროექტში შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული სახის ცვლილებები ან/და გადაიდოს მისი განხორციელების ვადები, ასევე შესაძლებელია, რომ პროექტანტმა ვერ მოახერხოს პროექტისთვის საჭირო თანხის შეგროვება/მოზიდვა და პროექტი ვერ განხორცილდეს.
- პროექტის ვერ განხორციელების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება დონორს მის მიერ გადახდილი თანხა.
- პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პროდუქტი განთავსებული უნდა იყოს მხოლოდ წინამდებარე პლატფორმზე და დონორს არ უნდა შეეძლოს პროდუქტის თუ სერვისის შეძენა სხვაგან.
- როგორ უნდა შევქმნათ პირადი ანგარიში პლატფორმაზე
- პლატფორმაზე რეგისტაცია/ვერიფიკაციისათვის, საჭიროა მომხმარებელი (პროექტანტი/დონორი) იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული.
- რეგისტაცია/ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, პლატფორმის მომხმარებელი (პროექტანტი/დონორი) პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ ანგარიშზე და აღნიშნული ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
- პლატფორმის ნახვა/დათვალიერება შესაძლებელია რეგისტაცია/ვერიფიკაციის გავლის გარეშე, ხოლო პლატფორმის გარკვეულ ფუნქციებსა და სერვისებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის/ვერიფიკაციის გავლის შემდგომ.
- პლატორმაზე რეგისტრაციის/ვერიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება უნდა განხორციელდეს სრულყოფილად, პლატფორმის მოთხოვნების შესაბამისად, პლატფორმის წესებისა და პირობების სრული დაცვით.
- პლატფორმა უფლებამოსილია გააუქმოს ისეთი ანგარიში სადაც სახელი, გვარი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მცდარია, შეურაცხყოფს ან არღვევს სხვის უფლებებს ან/და ინფორმაცია შევსებულია წინამდებარე წესების, პირობების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.
- პროექტის განთავსების ვადები
- პროექტანტი უფლებამოსილია განათავსოს პროექტი პლატფორმაზე და აწარმოოს მხარდაჭერის/დაფინანსების მოზიდვის კამპანია მაქსიმუმ 3 თვის ვადით.
- პროექტის განთავსების დროს, პროექტანტი თავად უთითებს მხარდაჭერა/დაფინანსების მოზიდვის მიზნით კამპანიის წარმოების და პროექტის განხორციელების ვადებს.
- ვადების დაცვა სავალდებულოა შესასრულებლად პროექტანტის მიერ.
- წინამდებარე წესების, პირობების, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ვადების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პროექტანტი პირადად აგებს პასუხს საკუთარი ქონებით.
- როგორ ხდება დაფინანსება
პროექტის დაფინანსების პირობები:
- პროექტის განთავსების შემდგომ დონორის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს პროექტის მხარდაჭერა/დაფინანსება, რა დროსაც დონორი თავად განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას და ფორმას (ნასყიდობა/ქველმოქმედება).
- დონორი შესაძლებელია იყოს ერთი ან/და რამოდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი.
- პროექტის სრულად მხარდაჭერილად/დაფინანსებულად ითვლება თუ განხორციელდა პროექტით განსაზღვრული თანხის სრული შეგროვება/მოზიდვა პროექტის კამპანიის ვადებში.
- მეტი დაცულობისის მიზნით დონორის მიერ გადარიცხული თანხა ირიცხება პლატფორმის ანგარიშზე და აღნიშნული თანხა პლატფორმის ანგარიშზე იყინება მხარდაჭერა/დაფინანსების მიზნით წარმოებული კამპანიის ვადის ამოწურვამდე.
- პროექტის სრულად დაფინანსების შემთხვევაში თანხის გადარიცხვა განხორციელდება პროექტანტის ანგარიშზე პლატფორმის მიერ წინამდებარე წესების შესაბამისად.
- პროექტის სრულად არ დაფინანსების შემთხვევაში, ან/და პროექტანტის მირე წინამდებარე წესების მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 5 დღის ვადაში არ წარმოდგენის შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება დონორ(ებ)ს საბანკო ანგარიშზე, საბანკო მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.
- პროექტის დასრულების შემდგომ, პროექტის სრულად დაფინანსების შემთხვევაში, პროექტანტზე თანხის გადახდის დროს, პროექტანტი ვალდებულია წარმოადგუდგინოს პლატფორმას შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტი;
- იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საავტორო უფლებების შესახებ;
- ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ფინანსური დავალიანებების არ არსებობის შესახებ;
- ფიზიკური პირის (ინდივიდუალური მეწარმის) შემთხვევაში ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
- ზემო აღნიშნული დოკუმეტაციის წარმოდგენის შემდგომ თუ დოკუმენტაციაში აღმოჩდა რამე სახის ნაკლი ან/და აღმოჩა ფინანსური დავალიანება, გირავნობა/იპოთეკა, ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმაღმოჩნდა ნასამართლევი ან პროექტანტიოს მიერ წარმოდგენილ პოექტზე სხვას გააჩნია საავტორო უფლება, პლატფორმა შეგროვებულ/მოზიდულ თანხას უკან დაუბრუნებს დონორს და პროეტანტის პროექტი არ დაფინანსდება და გაუუქმდება ანგარიში.
- აკრძალვები
- აკრძალულია საქართველოს კანონონმდებლობის და წინამდებარე წესების და პირობებს დარღვევა.
- აკრძალულია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არღვევს ან შეურაცხყოფს სხვა ადამიანების უფლებებს, არღვევს კანონს ან იმ იურიდიულ ვალდებულებებს, რომლებიც პროექტანს და დონორს აღებული აქვს ერთმანეთის ან/და სხვა ადამიანების (მესამე პირების) მიმართ.
- აკრძალულია პლატფორმზე ისეთი ინფორმაცის განთავსება, რომელიც მცდარია და შეცდომაში შეიყვანს პლატფორმის მომხმარებელს ან/და დონორს ასეთის არსებობის შემთხვევაში პასუხს აგებთ საქართველოს კანონმდებლობით. N
- დაუშვებელია დონორისათვის აკრძალული სერვისის/პროდუქციის შეთავაზება.
- დაუშვებელია ისეთი სერვისის/პროდუქციის განთავსება რაც ეწინააღმდეგება პლატფორმის წესებს, პირობებს და საქართველოს კანონმდებლობას.
- დაუშვებელია პლატფორმზე მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, ცილიმწამებლური, უცენზურო, სასტიკი, შემავიწროვებელი ინფორმაციის და პროდუქციის/სერვისის განთავსება.
- პროექტის შეჩერება და ანგარიშის გაუქმება
- პროექტი შეჩერდება და ანგარიში გაუქმდება თუ გამოვლინდება წინამდებარე წესებით და პირობებით დადგენილი აკრძალვების და შეზღუდვების დარღვევა და პროექტანტი არ დაიცავს წინამდებარე წესებს და პირობებს.
- პროექტი შეჩერდება და ანგარიში გაუქმდება თუ აღმოჩნდა, რომ პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში პროდუქტი/მომსახურება, განთავსებული არ არის მხოლოდ წინამდებარე პლატფორმაზე და პროდუქტის/მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია სხვა საშუალებით.
- კონფიდენციალობა
- მხარეები თანხმდებინ კონფიდენციალობის დაცვაზე.
- პლატფორმა იძლევა მომხმარებლის პერსპნალური ინფორმაციის დაცვის გარანტიას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- პლატფორმა უფლებამოსილია საჯარო გახდის მხოლოდ ის პერსონალურ ინფორმაცია რომელიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლისათვის.
- პლატფორმის მოსაკრებელი
პლატფორმის მოსაკრებელი ვრცელდება მხოლოდ წარმატებით დაფინანსებულ პროექტებზე და შეადგენს დაფინანსების (სრული მოზიდული თანხის) 5%-ს. რომლის გამოქვითვა მოხდება პროექტანტისთვის გადასარიცხი თანხიდან. (ზემო აღნიშნული ღირებულება არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და საბანკო მომსახურების მოსაკრებელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ინტელექტუალური საკუთრება
- პლატფორმის ადმინისტრაცია არ ფლობს საკუთრების უფლებას იმ პროექტზე, რომელსაც პროექტანტი განათავსებს პლატფორმზე.
- პლატფორმაზე პროექტის განთავსებით, პროექტანტი ავტომატურად აძლევს პლატფორმას პროექტის ადმინისტრირების უფლებას.
- პროექტანტი პლატფორმზე საკუთარ პროექტის განათავსებით ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს.
- პროექტანტი ასვე ავტომატურად ეთანხმება შემდეგ პირობებს:
- დ.პლატფორმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს პროექტანტის მიერ განთავსებული ინფორმაცია პლატფორმის საჭიროებისათვის.
- დ.საავტორო უფლება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მისი დაცვის ვალდებულება ეკისრება პროექტანტს.
- დავის გადაწყვეტა
- პლატფორმასა და პლატორმის მომხმარებელს (დონორი/პროექტანტი) შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების საშუალებით.
- მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოების მეშვეობით.
- ის რაც არ რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და სავალდებულოა შესასრულებლად.
პლატფორმა მადლობას გიხდით წესების დაცვის და თანამშრომლობისთვის.