ყველა დროის ყველაზე წარმატებული პროექტები Kickstarter-ზე

11 ოქტომბერი 2018

ყველა დროის ყველაზე წარმატებული პროექტები Kickstarter-ზე

ავტორი | მარიამ აბაშიშვილი 

საერთაშორისო სახალხო დაფინანსების პლათფორმა „Kickstarter“ უამრავ სტარტაპს და მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვოს დაფინანსება ხალხისგან, ინოვაციური იდეების რეალობად ქცევისთვის.

კარგი მაგალითია კარტოფილის სალათის მწარმოებელი ახალგაზრდა, რომელმაც Kickstarter-ზე კამპანიის საშუალებით მოაგროვა 55,000 დოლარი კარტოფილის სალათის 24 რეცეპტიანი წიგნის გამოსაცემად. კამპანიამ მას დიდი პოპულარობა მოუპოვა და საბოლოოდ კართოფილის საქველმოქმედო ფესტივალის მოწყობაც კი შეძლო.  

ფაქტია, რომ არა Kickstarter, ჩვენ ჯერ კიდევ დიდხანს არ გვექნებოდა 3D პრინტერი, ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus, ჭკვიანი საათი Pebble, უაღრესად საინტერესო თამაშები, როგორიცაა "Shenmue 3“ ან ფილმი "Veronica Mars", და კიდევ ბევრი სხვა.

აღსანიშნავია, რომ ყველა კარგი იდეა ვერ უძლებს რეალურ სამყაროსთან კონტაქტს. არსებობს ბევრი ამბიციური Kickstarter პროექტი, რომლებიც უბრალოდ ვერ განხორციელდა; მაგალითად, "world's thinnest watch".     

სტატიაში გაგაცნობთ Business Insider-ის მიერ დასახელებულ ყველა დროის ყველაზე წარმატებულ Kickstarter კამპანიებს, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა ტიპის იდეების/პროექტების დაფინანსებას უწყობენ ხელს პლათფორმის მომხმარებლები:

1.სათამაშო ხელსაწყო - „Fidget Cube“, რომელიც ადამიანებს ეხმარება გონების კონცენტრირებაში და სტრესის დაძლევაში. 2016 წელს კამპანიამ 6,465,690 დოლარი მოიზიდა და პროდუქტი მასობრიბრივ ბაზარზეც გამოუშვა. კამპანიის პროცესში დიდი მნიშვნელობა იქონია მომხმარებლების დადებითმა შეფასებებმა. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა: „ეს არის დიდი ასაკის ბავშვების სათამაშო“. პროდუქტი დღემდე იყიდება კომპანიის ვებ-გვერდზე 20 დოლარად.

 

2.2016 წელს გამოჩნდა კამპანია სპეციალიზებული ჩანთების ტრიოს შესაქმნელად, რომელმაც  6,565,782 დოლარი მოიზიდა. ამ კომფორტული ყოველდღიური ჩანთის დიზაინი ფოტოგრაფმა შექმნა და გათვლილი იყო ფოტოგრაფების ყველა საჭიროებაზე, კამერის და მისი მოწყობილობების კომპაქტურად და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მას 27 ათასამდე ადამიანმა დაუჭირა მხარი.

3.სატელევიზო შოუ "Reading Rainbow" 2014 წლის წარმატებული პროექტია, რომელმაც მოიზიდა 5,408,916 დოლარი 105,857 მხარდამჭერისგან. პროექტი გულისხმობდა პოპულარული საბავშვო-საგანმანათლებლო სატელევიზიო შოუს ადაპრიტებას მობილურის და ქინდლის მოწყობილობებზე, ასევე მის საკლასო ფორმატად ქცევას. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველის კამპანია 1 მილიონის მოზიდვას გეგმავდა, რაც მან სულ რაღაც 11 საათში მოაგროვა.

4.სამაგიდო თამაში „Dark Souls”, რომელიც დაეფუძნა ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშს. ის საბრძოლო, ფანტასტიკური ჟანრის თამაშია, რომელმაც შეაგროვა 5,376,000 დოლარი. იგი გამოვიდა 2017 წლის დასაწყისში და გახდა გამორჩეულად პოპულარული სამაგიდო თამაში, არა მხოლოდ ამერიკაში.

5.საშინელებათა თამაში "Kingdom Death", "რომელმაც მოაგროვა 12,393,139 დოლარი. ეს თამაში დღის შუქზე 2020 წლის ბოლოს გამოვა და 400 დოლარად გაიყიდება. მისი წინამორბედი თამაში ცნობილია გრაფიკული ხელოვნებისა და მინიატურული სტილის კონცენციის შექმნით. ახალი პროექტის წარმატება სწორედ წინამორბედმა განაპირობა.


6.ვიდეო თამაში "Bloodstained," ელეგანტური გრაფიკა თამაშების მოყვარულებისთვის, დიზაინერ კოჯი იგარიშისგან, რომელმაც 5,545,991 დოლარი მოიპოვა. "Bloodstained: Moon of Curse" სულ ახლაგანს გახდა ხელმისაწვდომი მისი მხარდამჭერებისთვის.

7."ვერონიკა მარსი", ამერიკელების ფავორიტი სატელევიზიო შოუ თინეიჯერი დეტექტივის შესახებ, რომელმაც  2013 წელს 5,702,153 დოლარი მოიზიდა და მოახერხა სატალევიზიო ეკრანზე დაბრუნება. ფილმი არის სტუდენტი გოგოს შესახებ, რომელიც ყოველ სერიაში ახალ პრობლემას აწყდება და პოულობს გამოსავალს. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და ის დღეს მთელ მსოფლიოშია პოპულარული.

8.კომედიური სერიალის "საიდუმლო მეცნიერების თეატრი 3000"-ის შემქმნელმა, ჯოელ ჰოჯსონმა და მისმა რობოტებმა 5,764,229 დოლარი მოიზიდა შოუს ახალი სეზონის შესაქმნელად. შოუს მე -11 სეზონი, ისევე როგორც 20 კლასიკური ეპიზოდების კოლექცია, 2017 წელს Netflix-ზე გამოვიდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

 

9.2014 წელს ნილ იანგმა მოიპოვა 6,225,354 დოლარი, რათა შეექმნა რევოლუციური, სუფთა ჟღერადობიანი, პორტაბელური მუსიკის მოსასმენი აპარატი „Pono Music player“. ის გახდა მესამე ყველაზე დაფინანსებადი პროექტი Kickstarter-ის ისტორიაში.

 

 

10."Shenmue 3" მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც მალე გამოვა Sony PlayStation-ის თამაშების მოყვარულთათვის. თამაშის განმავლობაში ბიჭი ცდილობს იპოვოს მამის მკვლლი 80-იანი წლების ინდოეთში.  კამპანიამ  6,333,295 დოლარი მოიზიდა და მას უწინასწარმეტყველებენ დიდ პოპულარობას. 

 

11.ანდროიდის სისტემაზე დაფუძვნებული ვიდეო თამაშების მიკრო-კონსოლი „The Ouya“,  რომელმაც მოიზიდა 8,596,474 დოლარი Kickstarter-ზე და შემდეგ მოიზიდა დამატებითი 15 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია  Kleiner Perkins-დან.

 

 

12.მსოფლიოს საუკეთესო სამგზავრო ჩანთის მწარმოებელმა - „Baubax“ (რომელსაც აქვს 15 გასნხვავებული ფუნქცია), 2015 წელს მოიზიდა 9,192,055 დოლარი Kickstarter-ის, ხოლო შემდეგ 2 მილიონი დოლარი Indiegogo-ს დახმარებით, შეექმნა ყველაზე კომფორტული სამგზავრო ჟაკეტის ახალი ვერსია „the Baubax 2.0“. ჟაკეთის მფლობელს გაუჩნდა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა საჭირო ნივთის თუ გაჯეტისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯიბე.

 

13.მულტიპლიკატორ მეთიუ ინმენის მიერ წარმოებული კამპანია ბანქოს თამაშის "Exploding Kittens"-ის შესაქმნელად ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ბანქოს ნახატები შთაგონებული იყო კომიქსების საიტის "The Oatmeal"-ის პერსონაჟებიდან. დასაწყისში, კამპანიის ავტორის მიზანი იყო შეეგროვებინა 10,000 დოლარი.  თუმცა, შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა; მან 8 წუთში მოაგროვა სასურველი თანხა, 7 დღეში კი 103,000 მხარდამჭერის მიერ იყო დაფინანსებული, რამაც კამპანია ყველაზე მეტი ადამიანის მიერ დაფინანსებული პროექტის სტატუსის მატარებელი გახადა Kickstarter-ის ისტორიაში.

 

14.2012 წელს ჭკვიანი საათი „Pebble smartwatch“-ის შექმნისთვის შეგროვდა 10,266,845 დოლარი. ეს იყო კომპანიის პირველი პროდუქტი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა ჭკვიანი საათი ხანგრძლივად გამოყენებადი ბატარეით. კომპანია განმეორებით შეგვხვდება სიაში განახლებული პროდუქციით.

 

15.“Coolest cooler”, არის მრავალფუნქციური და პორტაბელური მაცივარი. გარდა გაგრილების ფუნქციისა, იგი აღჭურვილია Bluetooth speaker-ის ფუნქციით მფლობელისთვის შეტყობინებების გასახმოვანებლად. ასევე, აქვს სივრცე თეფშების და სხვა საპიკნიკე ნივთების ჩასალაგებლად. მოწყობილობას აქვს ბლენდერიც. პროდუქტი შეუცვლელია ოჯახური პიკნიკებისთვის, სწორედ ამიტომ მისი შექმნისთვის შეგროვდა 13,285,226 დოლარი 63 ათასი მხარდამჭერისგან და ის 2014 წლის ყველაზე დაფინანსებადი პროექტი გახდა.

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია