6 რჩევა Kickstarter-სგან, თუ როგორ უნდა აწარმოო წარმატებული ქრაუთფანდინგის კამპანია

11 ოქტომბერი 2018

6 რჩევა Kickstarter-სგან, თუ როგორ უნდა აწარმოო წარმატებული ქრაუთფანდინგის კამპანია

ავტორი | მარიამ აბაშიშვილი

Kickstarter არის ფასდაუდებელი რესურსი მათთვის, ვისაც სურს რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. წარმატება მოითხოვს მეტს, ვიდრე უბრალოდ ენთუზიაზმს და კარგ პროდუქტს. სანამ არ გექნება გარკვეული სტრატეგია ფულის შეგროვებასთან დაკავშირებით პლათფორმაზე, დაკარგავ შენს მიზანს და არაფერი შეგრჩება, დაწყვეტილი ნერვების გარდა.

საბედნიეროდ, არ მოგიწევს კამპანიის ასეთ მდგომარეობაში დაწყება, რადგან Kickstarter გვთავაზობს რჩევებს ქრაუთფანდინგთან დაკავშირებით. მან გამოუშვა  "Creator Handbook", რომელშიც აღწერილია: „მყარი Kickstarter პროექტის შემუშავება, ეფექტურად წარდგენა, მხარდამჭერების, დამფინანსებლის მოზიდვა და გეგმების გაყოლა.“

„ჩვენ ველაპარაკეთ წარმატებული კამპანიების უამრავ შემქმნელს და გავიგეთ რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული გახდეს“ - წერდა Kickstarter ბლოგში The Handbook-ის წარდგენისას.

ასე რომ, აქ არის საუკეთესო რჩევები წარმატებული კამპანიის წამოსაწყებად:

1. არ აწარმოო კამპანია 30 დღეზე მეტს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენი კამპანია გაგრძელდეს 60 დღეს ან მეტს, ეს იმის გარანტიას არ გაძლევთ, რომ მეტი ადამიანი დაგაფინანსებთ. სტატისტიკურად პროექტები, რომლებიც 30 დღეს გრძელდება უფრო წარმატებულია. Kickstarter-ს თანახმად პატარა პროექტები უფრო თავდაჯერებულია და მოტივაციას აძლებს მომხმარებელს, რომ შემოუერთდეს კამპანიას.

2. გააკეთე ბიუჯეტი და მიუთითე ის კამპანიის გვერდზე. არაა საჭირო სუპერ დეტალურად იყოს გადმოცემული, მაგრამ ის აჩვენებს მომხმარებლებს რომ შენ შენი „დავალება“ შეასრულე.

3. შესთავაზე მომხმარებელს უამრავი პატარა ჯილდო. ქრაუთფანდინგის პლათფორმის თანახმად ყველაზე პოპულარული დაპირებული თანხის რაოდენობა 25 დოლარია, ხოლო საშუალოდ 70 დოლარიდან იწყება. დარწმუნდი რომ პატარა თანხის რაოდენობის ჯილდოები მალე არ გამოილევა, თორემ ბევრ პოტენციურ მყიდველს დაკარგავ.

4. მიაგენი ხალხს კამპანიის დაწყებამდე. ყველას გვსმენია პროექტებზე, რომლებიც იპყრობენ ინტერნეტს და რამდენიმე საათში ფინანსდებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ანომალიებს წარმოადგენენ. „ძირითადი მხარდაჭერა, მოდის იმ ხალხიდან, რომლებსაც იცნობ“ - ამბობს Kickstarter. ასე რომ, გააგებინე მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ნაცნობებს და გაზარდე კამპანიის წარმატების შანსი.

5. დააგზავნე პიროვნებაზე მორგებული შეტყობინებები. როგორ ფიქრობ ერთი და იმავე შეტყობინებას თქვენი მოხუცი ნათესავები და კოლეჯის ასაკის ძმიშვილები ერთნაირად აღიქვამენ? ალბათ არა.

6. მიყევით ინდივიდუალურად. ეს ბუნებრივი ნაბიჯია შეტყობინებების გავრცელების შემდეგ, განსაკუთრებით პოტენციური მხარდამჭერებისთვის. „სცადეთ აღნიშნოთ პროექტის შესახებ კონკრეტული საკითხები, რომელებიც ფიქრობთ, რომ თითოეულ ადამიანს სურს, ინდივიდუალურად“ - ამბობს Kickstarter.

 

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია