WAZZUP - ვაზაპ

კრეატიული ინდუსტრია

WAZZUP - ვაზაპ

კრეატიული ინდუსტრია

გადახდილია 248 დარჩენილია 752

საჭირო თანხა: 1000

  • WAZZUP - ვაზაპ

    ყოფილხარ მოსაწყენ წვეულებაზე და გამოსავალი ვერ გიპოვიათ? სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შევქმენით ,,WAZZUP", რომელიც ნებისმიერ წვეულებას აქცევს დაუვიწყარ დღედ. 
    ,,WAZZUP"- ეს არის კომბინირებული კარტი რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერი თამაში და ამავდროულად გაერთოთ ,,სიმართლე თუ მოქმედების" ახალი და დახვეწილი ვერსიით.
    ალბათ ყოფილა შემთხვევა როდესაც ვერ მოგიფიქრებიათ რა კითხვა დაგესვათ მეგობრისთვის ან რა მოქმედება გეთქვათ.. ასევე ხშირად პრობლემა იყო მათი ვერ შესრულებაც, რაც გარკვეულ უხერხულობას იწვევდა. ,,WAZZUP" შედგება 108 სიმართლისა და 108 მოქმედებისგან რომლებიც მორგებულია სპეციალურად ქართველ მომხმარებელზე. თამაში გაძლევს საშუალებას არასასურველი კითხვა ან მოქმედება აირიდო თავიდან დალევის სანაცვლოდ.

    თამაშის ახსნა: 
    თამაშს იწყებს ნებისმიერი მოთამაშე და თანმიმდევრობით გრძელდება საათის ისრის მიმართულებით. მოთამაშე კარტის აღებამდე ირჩევს სიმართლეს ან მოქმედებას და ასევე შესაბამის სირთულეს. თამაშში არის 1 და 2 ქულიანი სიმართლეები და მოქმედებები. თუ აირჩევ Level 1 სიმართლეს ან მოქმედებას, შესრულების შემთხვევაში მიიღებ 1 ქულას. შესაბამისად Level 2-ის შემთხვევაში. თუ ვერ შეასრულებ, დალიე შესაბამისი რაოდენობის სასმელი. (lvl1-სთვის 1 ჭიქა, lvl2-სთვის 2). თამაშის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოთამაშეების სურვილზე და შეუძლიათ ითამაშონ 11 ან 21 ქულამდე. პირველი მოთამაშე რომელიც დააგროვებს 11 ან 21 ქულას, გაიმარჯვებს. მას ეძლევა უფლება რომ ყველა სხვა მოთამაშეს დაუსვას 1 ნებისმიერი კითხვა ან შეასრულებინოს 1 ნებისმიერ მოქმედება.

    ძირითადი მახასიათებლები:
    52 კარტი + 2 ჯოკერი + 1 წესების კარტი 
    წყალგამძლე, რეცხვადი და დრეკადი
    დამზადებულია 100% PVC
    ზომები: 63X88მმ (2,5x3.5 ინჩი)

    მომავლის გეგმები:
    ინვესთმიზე წარმატებული კამპანიის შემთხვევაში ვგეგმავთ მისი განახლებული ვერსიების გამოშვებას წელიწადში რამდენჯერმე. განახლდება როგორც სიმართლეები და მოქმედებები, ასევე დიზაინი.



  • ფაილები

    მედია ფაილები

    • გურამ გელხაური

      CMO

    • მიხეილ ჭოლოკავა

      CEO

    • გივი დოლიძე

      CTO

    • მადლობა მხარდაჭერისთვის!

      მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! თქვენ ხართ იმ ადამიანების ჯგუფის წევრი, ვინც უანგაროდ გვერდში უდგას პროექტს წარმატების მისაღწევად.

      2 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

    • მადლობა მხარდაჭერისთვის!

      მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! თქვენ ხართ იმ ადამიანების ჯგუფის წევრი, ვინც უანგაროდ გვერდში უდგას პროექტს წარმატების მისაღწევად.

      5 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

    • 1 x WAZZUP

      1 დასტა ვაზაპი. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით. მადლობა მხარდაჭერისთვის!

      15 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

    • 2 x WAZZUP

      2 დასტა ვაზაპი. დანაზოგი: 4 ლარი უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით. მადლობა მხარდაჭერისთვის!

      26 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

    • 3 x WAZZUP

      3 დასტა ვაზაპი. დანაზოგი: 10 ლარი უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით. მადლობა მხარდაჭერისთვის!

      35 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

    • 6 x WAZZUP

      6 დასტა ვაზაპი. დანაზოგი: 25 ლარი უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით. მადლობა მხარდაჭერისთვის!

      65 a

      მიწოდების თარიღი

      4/2019

ვეთანხმები ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს

a

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია