თქვენი პროექტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ კრეატიულ იდეას, რისი განხორციელებაც გსურთ თანამოაზრეებთან ერთად. მაგალითისათვის, იდეა შესაძლოა იყოს ტექნოლოგიური პროდუქტის ან აქსესუარის შექმნა, ფილმის გადაღება, მოდა, წიგნის გამოცემა ან თუნდაც CD ალბომის ჩაწერა, მობილური აპლიკაციის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ ნივთის შექმნა, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს თქვენი პროექტით დაინტერესებულ მომხმარებელს. უბრალოდ დაისახე მიზანი, თავი მოუყარე შენს იდეებს და შემოგვიერთდი.

პლათფორმაზე პროექტის განთავსება არ გულისხმობს ავტომატურად დაფინანსების მოპოვებას და საკმაოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს პროექტის ავტორთა მხრიდან მის საბოლოო წარმატებამდე. მრავალი წარმატებული პროექტის მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ პროექტები, რომლებსაც აქვთ:

  • ღირებული იდეა
  • პროექტის კარგი აღწერა
  • მიმზიდველი ჯილდოები
  • ეფექტური PR
  • სათანადოდ მომზადებული გუნდი

გაითვალისწინეთ, Invest Me-ზე განთავსებულ ყოველ პროექტს უნდა ერთოდეს:

  • საკუთარი ვიდეო რგოლი და პროექტის აღწერა, რომელიც კარგად ასახავს პროექტის მიზნებს და ამოცანებს.
  • ინფორმაცია იმ ჯილდოს შესახებ, რომელსაც პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს პროექტის მხარდამჭერი.
  • კამპანიის წარმოების და პროექტის განხორციელების ვადები, რომლებსაც შემდგომში გამოიყენებთ დონორებთან კომუნიკაციისთვის.

 

იხილეთ ვიდეო: როგორ დავამატო პროექტი InvestMe _ ზე ?

პროექტის დამატება

ან

არ გაქვს ანგარიში? დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ან

უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში? ავტორიზაცია